Friday, April 30, 2010

წმინდა ნინო ქართველთა განმანათლებელი

  1. პროექტის სახელი: წმინდა ნინო ქართველთა განმანათლებელი.

2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: წმინდა ნინოს ღვაწლის გაცნობა.

3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან წმინდა ნინოს ცხოვრებას, მოიძიებენ ცნობებს ლიტერატურიდან, ისტორიიდან , ინტერნეტის საშუალებით.უკეთ გაეცნობიან IV საუკუნის საქართველოს ისტორიას, როდესაც მოხდა ქართლის გაქრისტიანება .მოიძიებენ ცნობებს მეფე მირიანის და ნანა დედოფლის შესახებ.მოეწყობა ექსკურსია ბოდბის მონასტერში, სადაც დაკრძალულია წმინდა ნინო. აგრეთვე მცხეთაში მეფე მირიანის და ნანა დედოფლის სახელობის ეკლესიაში, ვნახავთ მაყვლოვანის ბუჩქს, სადაც წმინდა ნინო ლოცულობდა.მოვიძიებთ ინფორმაციას რამდენი ეკლესიაა თბილისში წმინდა ნინოს სახელობის.არის თუ არა საზღვარგარეთ წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიები. მოვაძიებინებ პოეზიაში წმინდა ნინოსადმი მიძღვნილ ლექსებს.

4. მონაწილეთ ასაკ: 15-16 წელი

5. ვადები/ხანგრძლივობა: 2-3 თვე

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ისტორიულ წყაროებზე მუშაობას, კველვა-ძიებას .ინტერნეტიდან მასალის მოძიებას , რუკების შედგენას.

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება, შეიქმნას: ფოტო ალბომი, ვიდეო, რეფერატები.

8. სარგებელი სხვებისათვის: ყველასთვის გახდება ხელმისაწვდომი წმიდა ნინოს ცხოვრება, მისი ვინაობა, დაბადებიდან-გარდაცვალებამდე, რა გზა გამოიარა კაბადოკიიდან -ბოდბის მონასტრამდე. გამოუმუშავდებათ რწმენა და პატივისცემა წმინდანებისა და მათი ცხოვრების შესახებ. მოძიებული მასალების დემონსტრირება.მოხდება ბავშვებში მნიშვნელოვანი ფასეულობების ჩამოყალიბება.

9. სამუშაო ენა: ქართული

10. მონაწილეები სხვა სკოლიდან:

11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ლიტერატურა: განუვითარებს უნარებს კითხვა, მოსმენა, კვლევა-ძიება, პრეზენტაცია.მოიძიონ ლეგენდები, თქმულებები, ქართულ პოეზიაში წმინდა ნინოსადმი მიძღვნილი ლექსები .(მოვაწყობთ პოეზიის 5 წუთს)

ისტორია: მოიძიებენ ინფორმაციას რომელ წელს შემოვიდა წმინდა ნინო საქართველოში , როდის გამოცხადდა სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა ქართლში, ვინ იყო იმ პერიოდში მეფე.

რელიგია: გაეცნობიან ქრისტიანობის გავრცელებას საქართველოში.

ხელოვნება: ესთეტიკური ხედვა, არქიტექტურა, ფრესკები.

გეოგრაფია:მოიძიებენ ინფორმაციას კაბადოკიის მდებარეობის შესახებ, რა გზა განვლო ჯავახეთიდან მცხეთამდე, შეადგენენ კონტურულ რუკას . აგრეთვე უკეთ გაეცნობიან ბოდბის ხევის ადგილმდებარეობას.

ისტ:კომპიუტერიდან ინფორმაციის მოძიება.

12. პროექტის ფასილიტატორი: ნინო გიგოლაშვილი-ნებაძე

13. ფასილიტატორის ელ. ფოსტა:niniagigola@gmail.com

14. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:niniagigola@blogspot.com